ადამიანის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ადრეული მოზარდობის, ე.წ. გარდატეხის ასაკი (10-15 წელი). ეს პერიოდი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც მოზარდებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. ერთის მხრივ, გულისხმობს მოზარდის გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილებით, კონფლიქტებით, დაუმორჩილებელი ქცევით გამოწვეულ მნიშვნელოვან პრობლემებს და მეორეს მხრივ, მათ ახალ შესაძლებლობებს, ინტელექტუალური განვითარების, თვით-იდენტობის ჩამოყალიბების, ინტერესების მრავლაფეროვნებით გამორჩეულ ასაკობრივ საფეხურს. მშობლის ამოცანაა […]