სამედიცინო ლაბორატორიული კვლევები: თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საფუძველი
სამედიცინო ლაბორატორიული კვლევები უდაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე მედიცინაში, ექიმებსა და პაციენტებს აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საშუალებას აძლევენ დაადგინონ დაავადების არსებობა, სიმძიმე და მიმდინარეობა.
სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა მოიცავს სამედიცინო მიმართულებათა ფართო სპექტრს, მათ შორის ჰემატოლოგიას, კლინიკურ ქიმიას, იმუნოლოგიას, მიკრობიოლოგიას, გენეტიკას, ონკოლოგიას, ენდოკრინოლოგიას და სხვას. ყოველივე ეს, შესაძლებელს ხდის მოხდეს იდენტიფიცირება სხვადასხვა დაავადებებისა და დარღვევების, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ონკოლოგიური პროცესები, მეტაბოლური დარღვევები, აუტოიმუნური და ალერგიული რეაქციები, მემკვიდრეობითი დაავადებები და სხვა პათოლოგიური მდგომარეობები.
ლაბორატორიული კვლევები ბევრი პათოლოგიის სადიაგნოსტიკო საშუალებაა, მათ შორის: ინფექციების, ანემიის, ლიპიდური დარღვევების, ვიტამინების დეფიციტის, ორგანული უკმარისობის, შეძენილი იმუნოდეფიციტის, სიმსივნეების, დიაბეტის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და სხვა.
ეს კვლევები საერთო სურათს იძლევა პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე, რაც აუცილებელია დაავადების დიაგნოსტიკის, მონიტორინგის, ორგანული ფუნქციის შემოწმების და იმუნური სისტემის სტატუსის განსასაზღვრად.
როდის არის საჭირო ლაბორატორიული კვლევების ჩატარება?
- ჯანმრთელობის გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმება
- უკვე დიაგნოსტირებული დაავადების დროს, მდგომარეობის მონიტორინგის და მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისთვის
- სიმპტომების არსებობისას, დიაგნოსტიკის და დიფერნცირებული დიაგნოსტიკისთვის
- ორსულობისას
- ოპერაციული ჩარევების წინ
- დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობის დროს
- და სხვა
ზოგადი რეკომენდაციით, მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ მაინც რუტინული პროფილაქტიკური ტესტების ჩატარება, რატა დროულად მოხერხდეს შესაძლო დარღვევების გამოვლენა
ამა თუ იმ პათოლოგიის რისკის არსებობისას, აუცილებელია კონკრეტული კვლევების რეგულარული ჩატარება (მაგ: გულის დაავადებების რისკ-ჯგუფის ადამიანებმა უნდა რეგულარულად აკონტროლონ ლიპიდური სპექტრი და გლუკოზა).
გარდა სპეციფიკური ანალიზებისა, რამდენიმე რუტინული კვლევა აუცილებელია ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის იღების და დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.
სისხლის საერთო ანალიზი
სისხლის საერთო ანალიზი ზოგადი ტესტია, რომელიც სისხლის სხვადასხვა კომპონენტებს იკვლევს: ერითროციტებს, ლეიკოციტებს, თრომბოციტებს, ჰემოგლობინს, ჰემატოკრიტს და ა.შ.
ამ მაჩვენებლების ანომალიები ისეთ დაავადებებზე მიუთითებს, როგორიცაა:
- ინფექციები
- ანემია
- შედედების პროცესების დარღვევები
- იმუნური სისტემის დარღვევები და სხვა.
სისხლის საერთო ანალიზი ინიშნება არაერთი დაავადების დროს
ძირითადი მეტაბოლური ტესტები
რომელიც მოიცავს აუცილებელი მიკროელემენტებისა და მეტაბოლიზმის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებების მაჩვენებლებს, როგორებიცაა:
- კალციუმი
- ნატრიუმი
- კალიუმი
- ბიკარბონატები
- ქლორი
- კრეატინინი
- შარდოვანა
- გლუკოზა
ამ კვლევების პათოლოგიური მაჩვენებლები ახასიათებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:
დიაბეტი, თირკმლის დაზიანება, ელექტროლიტური დისბალანსით მიმდინარე დაავადებები. დიაგნოზის დაზუსტებისთვის როგორც წესი საჭირო ხდება დამატებითი კვლევები
ყოვლისმომცველი მეტაბოლური კვლევა
ძირითად მეტაბოლურ ტესტებთან ერთად მოიცავს დამატებით პროტეინებისა და იმ აქტიური სუბსტანციების კვლევებს, რომელთა მაჩვენებლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის:
- ალბუმინი
- საერთო ცილა
- ტუტე ფოსფატაზა
- ალტ
- ასტ
- ბილირუბინი
- გგტ და სხვა
ჩამოთვლილი ტესტების პათოლოგიური მნიშვნელობები არაერთი დაავადებისთვისაა დამახასიატებელი:
ტუტე ფოსფატაზა: სანაღვლე გზების ბლოკადა, ციროზი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტები, მონონუკლეოზი, ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევები, გულის დაავადება, თუთიის დეფიციტი
ალტ/ასტ: ციროზი, ჰეპატიტები, ღვიძლის სიმსივნეები,
ბილირუბინი: ჰემოლიზი, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, ჟილბერის სინდრომი, ჰეპატიტები
ლიპიდური პროფილის კვლევები
როგორც წესი, იკვლევენ როგორც ათეროგენულ ანუ დაბალი სიმკვრივის, ისე არაათეროგენულ – მარალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL) “კარგი” ლიპოპროტეინებია, რადგან მათი მონაწილეობით ღვიძლი ანეიტრალებს არასაჭირო სუბსტანციებს .
დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL, VLDL) – „ცუდი“ ლიპოპროტეინებია, რადგან მონაწილეობს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნაში, სისხლძარღვის შიდა ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარებას.
ასევე მნიშვნელოვანია მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს შორის თანაფარდობის – „ათეროგენობის ინდექსის“ განსაზღვრა , რათა შევაფასოთ კარდიოვასკულური დაავადებების განვიტარების რისკი.
ფარისებრი ჯირკვლის კვლევები
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური კვლევები მნიშვნელოვანი არამარტო ჯირკვლის პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ, არამედ მთერი რიგი სინდრომების დროსაც (ტაქიკარდია, არითმია).
T3 -ტრიიოდთირონინი თიროქსინთან ერთად არეგულირებს გულის რითმსა და სხეულის ტემპერატურას
T4 – თიროქსინი ტრიიოდთირონინთან ერთად არეგულირებს ზრდისა და მეტაბოლიზმის პროცესებს
TSH (თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი) – უარყოფითი უკუკავსირის პრინციპით არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონებს წარმოქმნას.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების და თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის პათოლოგიური კონცენტრაციები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არაერთ პათოლოგიასთა
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო ან ჰიპერფუნქციასთან
- ჰიპოფიზის ადენომასტან ან სხვა პათოლოგიებთან
- რეპროდუქციული სისტემის პათოლოგებთან და ა.შ
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ტესტები
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა უმეტესობა დიაგნოსტირდება სისხლის ანალიზით. ხშირად ეს კვლევები კომბინირებულია შარდის ან ნცხის გამოკვლევასთან.
სეროლოგიური კვლევით ხორციელდება სქესობრივი გზით გადამდები შემდეგი ინფექციების დიაგნოსტიკა:
- ჰერპესი
- აივი
- ათაშანგი
- ჰეპატიტები
კოაგულაციური ტესტები
კოაგულაციური ტესტები იკვლევს სისხლის შედედების პროცესს, შედედებისთვის საჭირო დროს, შედედებაში მონაწილე კომპონენტების აქტივობას და სხვა.
კოაგულაცია (სისხლის შედედება) მნიშვნელოვანი პროცესია სისხლდენის შესაჩერებლად, თუმცა სისხლის კოლტი ვენურ ან არტერიულ სისხლძარღვში შესაძლოა სისხლის მიოქცევის კრიტიკული მოშლის მიზეზი გახდეს თავის ტვინში, გულში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში, რაც სერიოზული გართულებების მიზეზი შესაძლოა გახდეს.
კოაგულაციური ტესტების მაცვენებლებით შეგვიძლია განვსაზღვროთ:
თრომბოზული მდგომარეობები
სისხლდენის რისკი
ღვიძლის პათოლოგიები
ვიტამინი K დეფიციტი
და სხვა
ნებისმიერი ლაბორატორიული ტესტის ჩაბარებამდე რეკომენდებულია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და მიიღოთ რეკომენდაციები. ასევე მოახდინოთ ექიმის ინფორმირება ნებისმიერ მედიკამენტსა თუ დანამატზე რასაც იღებთ, რათა კვლევების შედეგების სწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ქონდეს სპეციალისტს.
მედ-ფემის ლაბორატორია გთავაზობთ შემდეგ ლაბორატორიულ კვლევებს
კლინიკური ნაწილი / Clinical part |
Ø სისხლის საერთო ანალიზი + ედსი- ( CBC + ESR ) Complete Blood Count + ESR |
Ø სისხლის ჯგუფი და რეზუსი (ABO + Rh სისტემა) Blood group and Rhesus |
Ø შარდის საერთო ანალიზი ( URIA ) Urin analysis |
Ø სპერმოგრამა – Spermogram |
Ø ურეთრის ნაცხის ბაქტერიოსკოპია – Bacterioscopy of urethral smear |
Ø საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია – Vaginal smear microscopy |
Ø ჰემოგლობინის განსაზღვრა – Determination of hemoglobin |
ჰემოსტაზი / Hemostasis |
Ø D-დიმერის განსაზღვრა – D-dimer |
Ø კოაგულოგრამა – ჰემოსტაზის გამოკვლევა( PT, INR , APTT, TT , Fib ) Coagulogram -Hemostasis examination |
Ø პროთრომბინის განსაზღვრა – Determination of prothrombin ( Blood Clotting Time, PT, INR ) |
Ø აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) Activated partial thromboplastin time |
Ø სისხლის შედედება – Blood clotting |
ბიოქიმია / Biochemistry |
Ø ალბუმინის განსაზღვრა (ALB ) – Albumin |
Ø საერთო ცილის განსაზღვრა ( TP ) – Total Protein |
Ø შარდოვანას განსაზღვრა ( Ur )– Urea |
Ø კრეატინინის განსაზღვრა (CREA ) -Creatinine |
Ø გლუკოზის განსაზღვრა (ბაზალური) ( GLUC) – Glucose |
Ø საერთო ბილირუბინის განსაზღვრა ( BIL-T ) – Bilirubin Total |
Ø პირდაპირი ბილირუბინის განსაზღვრა (BIL-D ) – Bilirubin Direct |
Ø ასპარტატამინოტრანსფერაზას განსაზღვრა – (AST/GOT) Aspartate aminotransferase |
Ø ალანინამინოტრანსფერაზას განსაზღვრა – (ALT/GPT) Alanine aminotransferase |
Ø გამაგლუტამინტრანსფერაზას განსაზღვრა ( GGT ) Gammaglutamine transferase |
Ø ტუტე ფოსფატაზას განსაზღვრა ( ALP ) – Alkaline phosphatase |
Ø ალფა ამილაზას განსაზღვრა – α-Amylase |
Ø პანკრეასული ამილაზას განსაზღვრა – P-Amylase |
Ø ლიპაზას განსაზღვრა – Lipase |
Ø საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა (CHOL )– Total Cholesterol |
Ø მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი (HDL ) – Cholesterol HDL |
Ø ტრანსფერინის განსაზღვრა – Transferri |
Ø ტრიგლიცერიდის განსაზღვრა ( TRG)– Triglycerides |
Ø შარდმჟავას განსაზღვრა (UA) – Uric Acid |
Ø საერთო კალციუმის განსაზღვრა (Ca) – Total Calcium |
Ø მაგნიუმის განსაზღვრა (Mg ) – Magnesium |
Ø ლაქტატდეჰიდროგენაზას განსაზღვრა – ( LDH) Lactate dehydrogenase |
Ø C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა – (CRP) -C-reactive protein |
Ø ანტისტრეპტოლიზინის განსაზღვრა -( ASLO)– Antistreptolysin |
Ø რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა – ( RF) – Rheumatoid factor |
Ø გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1c) Glycosylated hemoglobin |
Ø გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი – Glucose tolerance test |
Ø რკინის განსაზღვრა ( Ir) – Iron
|
ორგანო-სპეციფიური პანელები / Organ-specific panels |
Ø ლიპიდური სპექტრი ( CHOL,TRG,HDL,LDL,VLDL, INDEX ) Lipid spectrum |
Ø ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური კვლევა ( TSH , FT4, FT3 , Anti-TPO, Anti-TG ) Functional study of the thyroid gland |
Ø ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, BIL-T , BIL-D ) Liver function tests |
Ø პროსტატ სპეციფიური ანტიგენების განსაზღვრა (TOTAL PSA , FREE PSA) Determination of prostate specific antigens |
Ø ჰომა-ინდექსი (გლუკოზა , ინსულინით ) Homa-index (glucose, Insulin) |
Ø ჰომა-ინდექსი (გლუკოზა , C-პეპტიდით) Homa-index (glucose, C-peptide) |
Ø უსაფრთხო სისხლი ( HBsAg, HCV, HIV, Siphylis ) – Safe Blood |
Ø მინერალური ცვლის მაჩვენებლის განსაზღვრა ( Vitamin D , Ca , Mg ) Determination of mineral exchange rate |
Ø თირკმლის ფუნქციური სინჯები (Creatinine, Urea, Albumin, Total Protein) Kidney function tests |
Ø ანემიის ტესტების პროფილი ( Ferritin, Folic acid, Transferrin, Iron) Anemia Tests Profile |
Ø რევმატიული სინჯები ( CRP , ASO, RF ) Rheumatic samples |
Ø საერთო და თავისუფალი ტესტოსტერონის განსაზღვრა (Total Testo , Free Testo) Determination of total and free Testosterone
|
იმუნოლოგია / immunology |
Ø თირეოტროფული ჰორმონი ( TSH ) Thyrotrophic hormone |
Ø თავისუფალი ტრიიოდთირონინი ( Free T3 ) Free Triiodothyronine |
Ø თავისუფალი თიროქსინი ( Free T4 ) Free thyroxine |
Ø ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას მიმართ (Anti TPO) Antibodies against thyroperoxidase |
Ø ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (Ant TG ) Antibodies against thyroglobulin |
Ø ფერიტინი (Fer ) Ferritin |
Ø ფოლიუმის მჟავა ( Fol / Vit- B 9 ) Folic acid |
Ø ვიტამინი D ( Vit D ) Vitamin D |
Ø ვიტამინი B12 ( Vit B12 ) Vitamin B12 |
Ø B-ქორიონული გონადოტროპული ჰორმონი ( B-HCG ) B-chorionic gonadotropin hormone |
Ø პროლაქტინი ( Prol ) Prolactin |
Ø პროგესტერონი ( Prog ) Progesterone |
Ø მალუთეინიზებელი ჰორმონი ( LH ) Malutheinizing hormone |
Ø ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი ( FSH ) Follicle stimulating hormone |
Ø ესტრადიოლი ( E 2 ) Estradiol |
Ø დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატი ( DHEA-S ) Dehydroepiandrosterone sulfate |
Ø სექს სტეროიდ შემბოჭველი გლობულინის განსაზღვრა სისხლში ( SHBG ) Sex steroid binding globulin |
Ø ანტიმიულერის ჰორმონი ( Anti- AMH ) Antimuller Hormone |
Ø ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორების მიმართ ( Anti – TSHR ) Antibodies against thyrotropin receptors |
Ø კალციტონინი (Calcitonin ) Calcitonin |
Ø თირეოგლობულინი ( TG ) Thyroglobulin |
Ø პარათირეოიდული ჰორმონი ( PTH ) Parathyroid hormone |
Ø კარცინოენმბრიონული ანტიგენი ( CEA ) Carcinoembryonic antigen |
Ø საკვერცხის (საშვილოსნოს) სიმსივნის მარკერი ( CA 125 ) Ovarian (uterine) tumor marker |
Ø სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მარკერი ( CA 15-3 ) Breast tumor marker |
Ø კუჭის, პანკრეასის, კოლორექტალური და ღვიძლის სიმსივნის მარკერი ( CA 19-9 ) Marker of stomach, pancreas, colorectal and liver tumors |
Ø ადამიანის ეპიდიდიმის ცილა 4 (საკვერცხის ეპითელური სიმსივნი მარკერი) (HE4) Human epididymal protein 4 |
Ø საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენი ( PSA Total ) Total prostate-specific antigen |
Ø თავისუფალი პროსტატსპეციფიკური ანტიგენი ( PSA Free ) Free prostate-specific antigen |
Ø ალფაფეტოპროტეინი ( AFP ) Alpha-fetoprotein |
Ø კორტიზოლის განსაზღვრა – Cortisol |
Ø C-პეპტიდი ( C-Peptide ) C-Peptide |
Ø ინსულინი ( Insulin ) Insulin |
Ø საერთო იმუნოგლობულინი E – ( Total IgE ) – Total immunoglobulin E |
Ø თავისუფალი ტესტოსტერონი –( Free Testo) – Free Testosterone |
Ø საერთო ტესტოსტერონი – ( Total Testo) –Total Testosterone |
|
სეროლოგია / Serology |
Ø აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულები I/II ტიპის ( HIV ) Antibodies against HIV infection |
Ø B ჰეპატიტის (HBV) ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა ( HBsAg ) (with a quick method) |
Ø C ჰეპატიტის (HCV) საწინააღმდეგო ანტისხეუილების განსაზღვრა ( anti – HCV ) (with a quick method) |
Ø სიფილისი (ათაშანგი RPR ) – ( Siphylis ) (with a quick method) |
Ø B-ჯგუფის სტრეპტოკოკის ანტიგენის განსაზღვრა ( STREP- B) Determination of group A streptococcus antigen in throat smear |
Ø ჰერპეს ვირუსის ტიპის 1 / Ig M – ( HSV 1/Ig M ) Herpes virus type 1 / Ig M |
Ø ჰერპეს ვირუსის ტიპის 1/ Ig G ( HSV 1/Ig G ) – Herpes virus type 1/ Ig G |
Ø ჰერპეს ვირუსის ტიპის 2 / Ig M – ( HSV 2/Ig M ) Herpes virus type 2 / Ig M |
Ø ჰერპეს ვირუსის ტიპის 2 / IgG – ( HSV 2/Ig G ) Herpes virus type 2 / IgG |
Ø ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო ანტისხეულები ( Chlam IgM ) Antibodies against Chlamydia trachomata |
Ø ქლამიდია ტრაქომატის საწინააღმდეგო ანტისხეულები ( Chlam IgG) Antibodies against Chlamydia trachomata |
Ø ტოქსოპლაზმას საწინააღმდეგო ანტისხეულები ( Toxo IgG ) Antibodies against Toxoplasma IgG |
Ø ტოქსოპლაზმას საწინააღმდეგო ანტისხეულები ( Toxo IgM ) Antibodies against Toxoplasma IgM |
Ø ციტომეგალო ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ( CMV – IgM ) Antibodies against cytomegalovirus IgM |
Ø ციტომეგალო ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ( CMV-IgG ) Antibodies against cytomegalovirus -IgG |
Ø ჰელიკობაქტერია პილორის ანტისხეულების განსაზღვრა (Helico pylor IgA ) Helicobacter pylori – IgA |
Ø ჰელიკობაქტერია პილორი ანტისხეულების განსაზღვრა (Helico pylor IgG ) Helicobacter pylori – IgG
Ø წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულები ( Rubella IgM ) Antibodies against Rubella IgM
Ø წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულები ( Rubella IgG ) Antibodies against Rubella IgG |
ციტოლოგია |
Ø პაპ ტესტი – PAPP-A Test |