„მედფემისთვის“ ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს დიაგნოსტიკური კვლევები. კლინიკაში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ბრენდების უახლესი აპარატურა: ულტრასონოგრაფი – LOGIQ E9 XDclear, გასტროსკოპი – SonoScape HD 500, კოლპოსკოპი – Colposcope DYSIS, FotoFinder – თმის და კანის სადიაგნოსტიკო ულტრათანამედროვე სისტემა, VanaSeal – ვარიკოზული ვენების მკურნალობის უახლესი ტექნოლოგია.
აღნიშნული ტექნიკის მაღალი გამოსახულება/ვიზუალიზაციის შესაძლებლობა უზრუნველყოფს დაავადების დროულ დიაგნოსტიკას და გამოვლენას.
„მედფემის“ კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სანდოობის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ბოლო თაობის ანალიზატორები, გამოკვლევების სრული ავტომატიზაცია, კომპიუტერული მართვა, შიდა და გარე სისტემის კონტროლი.