• ხშირად დასმული კითხვები
ცხელი ხაზი (+995) 591 12 44 22
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენს შესახებ
    • ძირითადი გუნდი
    • მოწვეული ექიმები
    • კარიერა
  • სერვისები
    • სერვისები
    • სამეციდინო აპარატურა
  • სიახლეები
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • ტრენინგი-სემინარები
  • კონტაქტი
  • FAQ

რა უნდა ვიცოდეთ გარდატეხის ასაკის შესახებ და რა არ უნდა გამოგვრჩეს?

რა უნდა ვიცოდეთ გარდატეხის ასაკის შესახებ და რა არ უნდა გამოგვრჩეს?
დეკემბერი 19, 2023გარდატეხის ასაკი

ადამიანის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ადრეული მოზარდობის, ე.წ. გარდატეხის ასაკი (10-15 წელი). ეს პერიოდი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც მოზარდებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. ერთის მხრივ, გულისხმობს მოზარდის გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილებით, კონფლიქტებით, დაუმორჩილებელი ქცევით გამოწვეულ მნიშვნელოვან პრობლემებს და მეორეს მხრივ, მათ ახალ შესაძლებლობებს, ინტელექტუალური განვითარების, თვით-იდენტობის ჩამოყალიბების, ინტერესების მრავლაფეროვნებით გამორჩეულ ასაკობრივ საფეხურს.

 

მშობლის ამოცანაა გაიგოს, რაც შეიძლება მეტი, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის დამახასიათებელი თავისებურებების და მოზარდთან სწორი ურთიერთობის გზების შესახებ.

როგორია ადრეული მოზარდობის პერიოდის განვითარების თავისებურებები?

ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება და ვითარდება, თუმცა 10-დან 15 წლამდე პერიოდი ძალიან სწრაფ და რადიკალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ეს ეხება ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ, სოციო-ემოციურ განვითარებას.

„გარდატეხის ასაკი“  – ეს არის საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი იდენტობის გამოკვეთა. ამ დროს მიაჩნიათ, რომ ბავშვები უკვე აღარ არიან…

გარდატეხის ასაკში ბევრი ცვლილება ხდება – ჰორმონალური, ბიოლოგიური, ვიზუალური მხარეც იცვლება. ახალ რეალობასთან, ახალ გარეგნობასთან შეგუების პროცესი კი ძალიან რთულია. გარდა ამისა, იწყება –  ვინ ვარ მე. მშობლებთან დაკავშირებით იზრდება კონფლიქტები, მშობელი კარგავს ავტორიტეტულობას. თუ აქამდე მისი აზრი მნიშვნელოვანი იყო, თუ აქამდე ბავშვი დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორ აფასებდა მას მშობელი, ახლა ეს ყველაფერი ძალას კარგავს, მშობლის ადგილს კი მოზარდის თანატოლი იკავებს.

იდენტობა იკვეთება ყველაფერში – ვარცხნილობაში, მეტყველებაში, დამოკიდებულებეში… მოზარდი იწყებს მისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. სად გრძნობს ის თავს კომფორტულად? სადაც ის მოსწონთ, აღიარებენ, სადაც მისი ესმით. ამ დროს იწყება მშობლების მიერ „თავსმოხვეული“ ღრებულებების ნგრევა, ამით მოზარდი „სჯის“ მშობელს.

შესაძლოა ბავშვი აცნობიერებს კიდეც, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ის რისკზე მიდის. ყველაზე მეტად ეს პროცესი მოსწონს – როგორ გამოუვა, როგორ შეძლებს, ყველაფერი დაანგრიოს, ყველას და ყველაფერს შეეწინააღმდეგოს. ცხადია, ეს სოციალიზაციის პროცესი, მარტო აქ, გარდატეხის პერიოდში არ მთავრდება, ის ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება, ოღონდ შედარებით უფრო სტაბილურად.

,,მშობელს ხშირად ავიწყდება შვილობის პერიოდი. ავიწყდება, როგორი ბავშვობა ჰქონდა თავად, რა სირთულეები გამოიარა და  რა ღრებულებათა სისტემაა ახლა და რამდენად განსხვავდება ის მისი ბავშვობის დროინდელი ღირებულებებისაგან.

იყავით მაგალითი – თუ მოზარდი ხედავს, რომ მისი მშობლები ჩაფლულნი არიან ინტერნეტთან ურთიერთობის პროცესში, მეგობრებს უგზავნიან შეტყობინებებს, უყურებენ ტელევიზორს და ა.შ. თავადაც იმეორებენ იგივე ქცევას. თუ მშობლები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან და მოზარდებთან, მაშინ ისინიც ბაძავებ უფროსებს.

ადრეული მოზარდობის პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე რთულ ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენს, რომელთან დაკავშირებული სირთულეების გამკლავება ადვილი არ არის. მშობლის ამოცანაა გაიგოს, რაც შეიძლება მეტი, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიასთან დაკავშირებით და იმოქმედოს ძალიან ფრთხილად, ყურადღებით.

 

Add Comment Cancel

კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.

(+995) 591 12 44 22

info@medfam.ge

ნ. ფიროსმანის ქ. N18 C, Batumi, Georgia

  • Facebook
  • Instagram
  • YouTube
  • „მედფემი“ – არსებობის ერთი წელი და მრავალი წარმატება
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მართვა
  • კონფერენცია და პრაქტიკული სემინარი ესთეტიურ გინეკოლოგიაში
  • კლინიკა „მედფემი“ ჟურნალ OK-ში
  • კლინიკა მედფემი ROYAL JOURNAL-ში
Copyright ©2025 all rights reserved medfam.ge
Created by span.ge