• ხშირად დასმული კითხვები
ცხელი ხაზი (+995) 591 12 44 22
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენს შესახებ
    • ძირითადი გუნდი
    • მოწვეული ექიმები
    • კარიერა
  • სერვისები
    • სერვისები
    • სამეციდინო აპარატურა
  • სიახლეები
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • ტრენინგი-სემინარები
  • კონტაქტი
  • FAQ

თეა ლომიძე

კლინიკა “მედფემის” ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, თეა ლომიძე.

ქალბატონ თეას დედაქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის ევროპის ენდოკრინოლოგიური საზოგადოების (ESE), ევროპის თირეოიდოლოგთა საზოგადოების (ETA) და ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის (EASO) წევრი.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის რეზიდენტურა, ენდოკრინოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. არის არაერთი ადგილობრივი და საერთშორისო კონფერენციის მომხსენებელი და მონაწილე.

კლინიკა „მედფემში“ პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ ენდოკრინული დაავადებების სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
– მეტაბოლური დარღვევები – სიმსუქნე, პრედიაბეტი, ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა;
– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, იოდდეფიციტური დაავადებები, თირეოიდიტები);
– მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
– პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები – ჰიპერკალცემია, ჰიპოკალცემია;
– ჰიპოფიზის დაავადებები;
– ოსტეოპოროზი;
– D ვიტამინის დეფიციტი და ა.შ.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
+995 0422 22 00 32
+995 591 12 44 22

თეა ლომიძე
Copyright ©2025 all rights reserved medfam.ge
Created by span.ge