კლინიკა „მედფემის” დამფუძნებელი და დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის, აიეტის დოქტორანტი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციისა (GFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების (GSCPC) წევრი, ლელა ბიბილეიშვილი.
ძირითადი საქმიანობა: კონსერვატიული გინეკოლოგია
– საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და საკვერცხეების პათოლოგიები
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
– მენსტრუალური ციკლის დარღვევები
– კლიმაქტერული პერიოდი და მასთან დაკავშირებული პრობლემები
– ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფცია
– უშვილობის მიზეზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
2011 წლიდან დღემდე აქტიურად ჩართულია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამებში.