კლინიკა მედფემის ექიმები ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის ხეობაში

დეკემბერი 19, 2023
გასვლითი სამედიცინო აქციის ფარგლებში კლინიკა “მედფემის” ექიმები ხულოს მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და უფასო კონსულტაცია და კვლევები სხალთის ამბულატორიაში ჩაატარეს.
ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ მეან-გინეკოლოგის ლელა ბიბილეიშვილის და მამოლოგის მალხაზ დიასამიძის კონსულტაცია/კვლევები. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი იყო ინსტრუმენტული კვლევები, რომელიც რადიოლოგმა დარინა წულუკიძემ ჩაატარა.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებმა.
კლინიკა “მედფემი” პერიოდულად გამართავს სამედიცინო აქციებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.