• ხშირად დასმული კითხვები
ცხელი ხაზი (+995) 591 12 44 22
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენს შესახებ
    • ძირითადი გუნდი
    • მოწვეული ექიმები
    • კარიერა
  • სერვისები
    • სერვისები
    • სამეციდინო აპარატურა
  • სიახლეები
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • ტრენინგი-სემინარები
  • კონტაქტი
  • FAQ

კლინიკა მედფემი ROYAL JOURNAL-ში

კლინიკა მედფემი ROYAL JOURNAL-ში
ოქტომბერი 9, 2024

კლინიკა მედფემი ROYAL JOURNAL-ში

კლინიკა ,,მედფემი’’

მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, პროფესიონალი და წამყვანი ექიმები, მრავალფეროვანი სერვისები, უახლესი სამედიცინო აპარატურა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თამედროვე მეთოდები, მყუდრო, კომფორტული, თანამედროვე გარემო,  ინდივიდუალური მიდგომა ყველა პაცინეტთან და კონფიდენციალობის სრული დაცვა – ეს ყველაფერი ქ. ბთუმში კლინიკა “მედფემში” დაგხვდებათ. ადგილი, სადაც მთავარი პრიორიტეტი – პაციენტი და მისი ჯანმრთელობაა. აქ პროფესიონალიზს ყველა დონეზე, შენობაში შესვლისთანავე შეამჩნევთ. მრავალპროფილური ამბულატორიული დაწესებულება ზღვისპირა ქალაქში ახლახანს გაიხსნა და “მედფემი” უკვე იქცა ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრების მთავარ სამედიცინო ცენტრად.

კლინიკა “მედფემს” ხელმძღვანელობს პროფესიონალი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ,,აიეტის” დოქტორანტი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციისა (GFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების (GSCPC) წევრი – ლელა ბიბილეიშვილი. ქალბატონი ლელა გამოირჩევა გულისხმიერებით, პროგრესული აზროვნებით, კრეატიული იდეებით. მუდმივად ადამიანების კეთილდღეობაზე მზრუნველი, თავიდან რომ ირჩევდეს პროფესიას ისევ მედიცინას და ექიმობას აირჩევდა. მისი საყვარელი ფრაზაა – ,,არ გაჩერდე”. მის ყველა იდეას და წამოწყებას იზიარებს და გვერდში უდგას მეუღლე, ბიზნესმენი – ბადრი ჩხიკვაძე.

ლელა ბიბილეიშვილი,  კლინიკა „მედფემის” დამფუძნებელი და დირექტორი

“მიყვარს ადამიანებზე ზრუნვა, დახმარება, ექიმის  პროფესია ამის გამოც ავირჩიე. ექიმობა ხომ გაძლევს სხვაზე ზრუნვის საშუალებას?! მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი ყოველდღიური საქმიანობით შემიძლია თუნდაც ერთი ადამინის ცხოვრების გაუმჯობესება. როცა პრაქტიკული საქმიანობა დავიწყე მას შემდეგ  ვფიქრობდი შემექმნა მაღალი დონის სამედიცინო სერვისი და მეტი კომფორტი შემეთავაზებინა პაციენტებისათვის. ჩემი სურვილი დღეს უკვე რეალობადაა ქცეული – “მედფემის” სახელით ჩვენ შევქმენით სასიამოვნო სივრცე და ოჯახური გარემო, აქ  ნებისმიერი ადამიანი თავს გრძნობს დაცულად, მის მიმართ იჩენენ განსაკუთრებულ სითბოს და ყურადღებას, სანდოობის დონე მაღალია და სტრესიც ნაკლები. კლინიკაში ამბულატორიულ სერვისებთან ერთად არის დღის სტაციონარი, სადაც პაციენტს საშუალება აქვს  პროცედურების შემდეგ დაყოვნდეს რამდენიმე საათი. “მედფემისთვის” მედიცინის ყველა მიმართულება პრიოპიტეტულია, თითოეულ კაბინეტში განთავსებულია შესაბამისი თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა,  რაც  ექიმს ეხმარება სწორი დიაგნოზის დასმაში. სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შერჩევაში სამედიცინო პროდუქტებისა და სერვისების მომწოდებელი მძლავრი კომპანია საქართველოში – 4Hospitals-ი დაგვეხმარა”.

ქალბატონი ლელა 2011 წლიდან დღემდე აქტიურადაა ჩართული საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის სახელმწიფო პროგრამებში. მის მიერ დასავლეთ საქართველოში მხოლოდ „მედფემში“ კოლპოსკოპია ტარდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით – DYSIS კოლპოსკოპით. რაც შეეხება ქალბატონი ლელას ძირითად პროფესიულ საქმიანობას, ეს არის კონსერვატიული გინეკოლოგია – საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და საკვერცხეების პათოლოგიები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, კლიმაქტერული პერიოდი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფცია, უშვილობის მიზეზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

საერთაშორისო სტანდარტებებით შექმნილი კლინიკა “მედფემი” ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობასთან ერთად განსაკუთრებულად ზრუნავს ბავშვთა, მოზარდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობაზე. ამ მიზნით “მედფემმა” დანერგა კომპლექსური მიდგომა, სადაც მოზარდს შესაძლებლობა აქვს მიიღოს გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ფსიქოლოგის კონსულტაცია და მის ასაკზე მორგებული სხვა სამედიცინო სერვისები. სამედიცინო ცენტრის შენობა და ტექნიკა სრულად ადაპტირებულია და კარნახობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს და მოთხოვნებს. კლინიკის ყველა აპარატურა აღჭურვილია სპეციალური ტექნიკური დანამატებით, რათა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იყოს შშმ პირთათვის სამედიცინო მომსახურება. შენობას აქვს გარე და შიდა გამოყენების ლიფტი, პანდუსი და სპეციალური სველი წერტილები.

ანა დეისაძე,  კლინიკა ,,მედფემის’’ მენეჯერი

“კლინიკა ,,მედფემი’’ არის მრავალპროფილური ამბულატორიული  სამედიცინო ცენტრი, რომელიც პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს, ხელმძღვანელებმა იზრუნეს ყველა წვრილმანზე, მთავარი ჩანაფიქრი იყო ის, რომ აქ მოსულ პაციენტს დახვედროდა ოჯახური გარემო და არ ეფიქრა, რომ ის იმყოფება ტიპიურ სამედიცინო ცენტრში. გვინდა ყველამ იგრძნონ, რომ აქ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე, როგორც ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე. კლინიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია შშმ პირების მომსახურება, კლინიკა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის და მორგებულია მათ მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ყველა სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომია”.

ელენე კობიაშვილი, გინეკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, პროფესორი

„მედფემი’’ მართლაც არის შესანიშნავი ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის კლინიკა, მე ბევრ სამედიცინო ცენტრში მიმუშავია, მაგრამ ასეთი მაღალი დონის ჯანმრთელობის კერა მთელ საქართველოში არ მეგულება. მიხარია რომ ვარ მოწვეული სპეციალისტი და მუშაობა ამ პროფესიონალ გუნდთან ერთად მომიწევს. ჩემი მოვალეობაა გინეკოლოგიური პაციენტების კონსულტირება. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ თინეიჯერებს-როგორც გოგონებს ასევე ვაჟებს, ჩავუტაროთ საგანმანათლებლო მუშაობა, ულტრაბგერითი კვლევები და სკრინინგი, რაც დადებითად აისახება მათი რეპროდუქციული  ფუნქციების  განვითარებაზე, სამომავლოდ ჯანმრთელი შთამომავლობის მისაღებად.  გვაქვს საშუალება ონკოლოგიური დაავადებებისგან დავიცვათ ყველა ასაკის პაციენტები ვუმკურნალოთ მათ სწორი მიმართულებით. კლინიკა კარგად არის აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით და ფლობს საუკეთესო ლაბორატორიას. ანესთეზიის გარეშეც შეგვიძლია ჩავატაროთ კვლევები – საოფისე ჰისტეროსკოპია.

გიორგი სირაბიძე, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

ამ კლინიკაში მოწვეული სპეციალისტი ვარ, ძირითადად ჩემი პროფილია ნევროზული რეგისტრის აშლილობები, როგორიცაა გონება-განწყობილების დაქვეითება,  მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ღირებულებებთან დაკავშირებული პრობლემები. კლინიკაში მოსული ადამიანები მიიღებენ ფსიქოკონსულტირებას და ფსიქოთერაპიის სერვისებს. სერვისით სარგებლობის ასაკობრივი კატეგორიაა-ბავშვების შემთხვევაში-ფსიქოკონსულტირება, მოზარდების და ზრდასრულებისთვის კი- ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია.

ფსიქოკონსულტირების ეტაპზე ხორციელდება:

  1. ფსიქოლოგიური პრობლემების განსაზღვრა და დიფერენცირება;
  2. პაციენტის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება;
  3. ამ გარემოებებზე დაყრდნობით მისთვის მკურნალობის ხელსაყრელი მეთოდის შეთავაზება.

ფსიქოთერაპიის მიზანია შეამციროს, ან პიროვნებისთვის ასატან დონემდე დაიყვანოს ის კონფლიქტები რომლებიც სუბიექტის შიდა და გარე სამყაროსთან ურთიერთობის დროს წარმოიქმნა.

კლინიკ მედფემში ხელმისაწვდომია შემდეგი სახის სერვისები: გინეკოლოგია, ესთეტიური გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, მოზარდთა გინეკოლოგია, უროლოგია, თერაპია, ენდოკრინოლოგია, ფსიქოკონსულტაცია-ფსიქოთერაპია, გასტროენტეროლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, პლასტიკური ქირურგია, რადიოლოგია, გასტროსკოპია, კოლპოსკოპია, საოფისე ჰისტეროსკოპია და კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია.

კლინიკა “მედფემი” ჯანმრთელი მომავლის საწინდარი!

Copyright ©2025 all rights reserved medfam.ge
Created by span.ge