სამედიცინო ცენტრში მოსვლისას დაგხვდებათ კლინიკის წარმომადგენელი ან რეგისტრატორი, რომელიც გაეცნობა თქვენ საჭიროებებს, გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან ან გთხოვთ მოსაცდელ დარბაზში დალოდებას. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეცდებით სწრაფად დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა – ლოდინის საშუალო დრო 10-15 წუთი. თქვენი ვიზიტი მოქნილი და დროში ზუსტად გაწერილი, რომ იყოს სასურველია წინასწარ დაჯავშნოთ, ნომერზე: +995 0422 22 00 32 ან +995 591 12 44 22
თუ თქვენ პირველად ეწვევით კლინიკა „მედფემს“, ჩვენ უმალვე გამოვიკითხავთ თქვენი ვიზიტის მიზანს და გავეცნობით თქვენ სამედიცინო ისტორიას. დავგეგმავთ შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს.
კლინიკაში შესაძლებელია მიიღოთ ზოგადი პროფილის და ვიწრო სპეციალისტის კონსულტაცია. თუ თქვენ გაქვთ წინა გამოკვლევების პასუხები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობასთან, გთხოვთ, თან იქონიოთ პირველივე ვიზიტისას.
ჩვენ განვიხილავთ თქვენთან ერთად ახალი კვლევების შედეგებს და დავგეგმავთ შესაბამის მკურნალობას. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროცედურების დაიგეგმება ჩვენს კლინიკაში ან გადამისამართდებით შესაბამის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში. შემდგომი კონსულტაცის ან კვლევების საჭიროების შესახებ გეცნობებათ წინასწარ.
კლინიკაში ტარდება ულტრასონოგრაფია, გასტროსკოპია, დენსიტომეტრია, კოლპოსკოპია, ჰისტეროსკოპია, კარდიოტოკოგრაფია, ასევე იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, ჰემოტალოგიური, ჰემოსტაზის და სხვა კლინიკური კვლევები, ასევე ქალის და მამაკაცის სასქესო ორგანოს ბაქტერიოსკოპია.
კლინიკაში სამედიცინო სერვისები გათვალისწინებულია მოზარდებისათვის. ხელმისაწვდომია მოზარდთა გინეკოლოგია, დერმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ფსიქოკონსულტაცია – ფსიქოთერაპია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.