კლინიკა “მედფემში” ტარდება დენსიტომეტრია, რომლის საშუალებით შესაძლებელია ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა და მოტეხილობის რისკის შეფასება. დენსიტომეტრიული კვლევა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში თუ ძვლის დაავადების – ოსტეოპოროზის, განვითარების რისკი მაღალია. რისკის ფაქტორები: – მოტეხილობა, გამოწვეული მცირე დაცემით ან დაზიანებით; – ქალებში, პოსტ-მენოპაუზის პერიოდი; – მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია; – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, […]