კლინიკა “მედფემი”
ქალის და მამაკაცის სამედიცინო ცენტრი
„მედფემი“ – ეს არის ევროპული სტანდარტით შექმნილი მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა. აქ მოსულ პაციენტს ხვდება, პროფესიონალთა გუნდი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, უახლესი სამედიცინო აპარატურა, თანამედროვე ინტერიერი და მყუდრო გარემო.
კლინიკაში ხელმისაწვდომია: გინეკოლოგიური, რეპროდუქტოლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური, თერაპიული, გასტროენტეროლოგიური, ნეიროქირურგიული, დერმატო-ვენეროლოგიური და პლასტიკური ქირურგიული სერვისები. ასევე, ფსიქოკონსულტაცია-ფსიქოთერაპია, მოზარდთა გინეკოლოგია, ესთეტიური გინეკოლოგია, ულტრასონოგრაფია, გასტროსკოპია, კოლპოსკოპია, საოფისე ჰისტეროსკოპია, კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია და სხვა.
„მედფემი“ არის კლინიკა, სადაც დიაგნოსტიკის შემდგომ მკურნალობის მეთოდის არჩევა ხდება თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით. სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია რეგიონში მოღვაწე და მოწვეული წამყვანი სპეციალისტებით.
„მედფემისთვის“ ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს დიაგნოსტიკური კვლევები. კლინიკაში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ბრენდების უახლესი აპარატურა.
კლინიკა ,,მედფემი’’ არის მრავალპროფილური ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი, რომელიც პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს, აქ მოსულ პაციენტს ხვდება ოჯახური გარემო და არ აქვს ის განცდა, რომ ის იმყოფება ტიპიურ სამედიცინო ცენტრში. აქ განსაკუთრებით ზრუნავენ თითოეული პაციენტების ჯანმრთელობაზე.
“მედფემი” ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობასთან ერთად განსაკუთრებულად ზრუნავს ბავშვთა, მოზარდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობაზე. ამ მიზნით “მედფემმა” დანერგა კომპლექსური მიდგომა, სადაც მოზარდს შესაძლებლობა აქვს მიიღოს გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ფსიქოლოგის კონსულტაცია და მის ასაკზე მორგებული სხვა სამედიცინო სერვისები.
სამედიცინო ცენტრის შენობა და ტექნიკა სრულად ადაპტირებულია და კარნახობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს და მოთხოვნებს. კლინიკის ყველა აპარატურა აღჭურვილია სპეციალური ტექნიკური დანამატებით, რათა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იყოს შშმ პირთათვის სამედიცინო მომსახურება. შენობას აქვს გარე და შიდა გამოყენების ლიფტი, პანდუსი და სპეციალური სველი წერტილები.
„მედფემი“ ჯანმრთელი მომავლის საწინდარი!