კლინიკა “მედფემში” უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, მეან-გინეკოლოგებისთვის ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. შეხვედრას აჭარის სამედიცინო დაწესებულებების მეან-გინეკოლოგები ესწრებიან. ტრენინგს ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ზაზა ბოხუა. ვიდეო