კლინიკა “მედფემის” მოწვეული ონკო-გინეკოლოგი, ცისმარ გათენაძე.
ცისმარ გათენაძე არის ასოცირებული პროფესორი ონკოლოგიისა და პლასტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით. აქვს 21-წლიანი უწყვეტი პრაქტიკული გამოცდილება ონკო-გინეკოლოგიაში.
2004 წლიდან დღემდე არის ევროპისა და საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2012 წლიდან დღემდე სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული გაერთიანების (ESMO) წევრი. პერმანენტულად მონაწილეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სიმპოზიუმებში, კონფერენციებსა და კონგრესებში. ქართულ და უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომები და პუბლიკაციები, გამოცემული აქვს ერთი მონოგრაფია. 2019 წელს დუბაის „გლობალური საერთაშორისო კონფერენცია ქირურგიისა და ანესთეზიის შესახებ (GCSE-2019)“ წარდგენილი მოხსენებისთვის: „ერთობლივი ქირურგიული პროცედურების პრინციპები და პრაქტიკა ონკო-გინეკოლოგიაში“ მიენიჭა სერტიფიკატი: ფენომენალური ზეპირი პრეზენტაციისთვის, დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.