კვების ბალანსი

აგვისტო 28, 2024
კლინიკა “მედფემში” – კვების ბალანსზე და მის მნიშვნელობაზე მასტერკლასი ჩატარდა. შეხვედრას ნუტრიციოლოგი, რუსკა ღვამიჩავა უძღვებოდა.
რუსკა ღვამიჩავა არის დიდი ბრიტანეთის ასოცირებული ნუტრიციოლოგი, საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების თანადამფუძნებელი და დიდი ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების წევრი.
მისი კლინიკური მიმართულებები მოიცავს: პერსონალიზირებული კვება, წონის კორექცია, კვებითი დარღვევები, კვება და ქრონიკული დაავადებების პრევენცია/მართვა (მაგ. II ტიპის დიაბეტი, ჰორმონების ბალანსი, ბავშვთა კვება (6 წლიდან).
შეხვედრაზე განხილული იქნა ჯანსაღ კვებასთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა, ნუტრიენტები – მიკრო და მაკრონუტრიენტები, ფუნქცია, საკვები წყაროები, კვების მოდელების განხილვა, კვებითი ჩვევები და ა.შ.