კლინიკა “მედფემის” მოწვეული ექიმი, რადიოლოგი, ირინა ლაპტევა.
ქალბატონ ირინას პროფესიული საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს პეტერბურგის წამყვან კლინიკებში. პროფესიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და სანქტ-პეტერბურგის პოსტდიპლომური განათლების სამედიცინო აკადემიაში.
კლინიკა მედფემში ულტრაბგერით კვლევებს ატარებს შემდეგი მიმართულებით:
– ბრაქიოცეფალური (საძილე და ხერხემლის) არტერიები
– თავის ტვინის (ინტრაკრანიალური) არტერიები
– მუცლის ღრუს სისხლძარღვები (მუცლის აორტა და მისი ტოტები)
– თირკმლის არტერიები
– ზედა კიდურების სისხლძარღვები
– ქვედა კიდურების არტერიები და ვენები.
რა შემთხვევაში არის საჭირო:
– ჰიპერტონული ავადმყოფობა (სისხლძარღვის ინტიმა-მედია
კომპლექსის განსაზღვრა, რენალური ჰიპერტენზიის დიაგნოსტირება)
– ქოლესტერინის მაღალი დონე (ათეროსკლეროზული ფოლაქების
გამოვლენა)
– თავის ტვინის იშემიის ნიშნები, თავის ტკივილი
– თრომბოზის და/ან სტენოზების ნიშნები
– ტკივილი მუცლის არეში
– ტკივილი და/ან ქვედა კიდურების შეშუპება.