კლინიკა მედფემი • Clinic Medfam-ში, 12 და 13 ოქტომბერს, „საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების” ორგანიზებით ჩატარდება უწყვეტი სამედიცინო განათლების ორდღიანი კურსი თემაზე: “საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მართვა”.
კურსის ფარგლებში მოპოვებული უწყვეტი პროფესიული განვითარების 12 ქულა ჩაითვლება როგორც რეპროდუქტოლოგიაში, ისე მეან-გინეკოლოგიაში.
შეხვედრა ჩატარდება კლინიკა “მედფემის” საკონფერენციო დარბაზში.