საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება

იანვარი, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
საშვილოსნოს ყელის ჯანმრთელობის 2024 წლის კამპანიის თემაა: “შესწავლა, პრევენცია, სკრინინგი”. კვირეული ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის ინიციატივაა და მიზნად ისახავს ქალებში ცნობიერების ამაღლებას საშვილოსნოს ყელის კიბოს, მისი პრევენციისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ.
მსოფლიოში ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის გავრცელების თვალსაზრისით მეხუთე ადგილზეა.
რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა?
– რეგულარული სკრინინგ ტესტების (პაპ-ტესტი) ჩატარება და შემდგომი მეთვალყურეობა
– HPV-ს (ადამიანის პაპილომა ვირუსი) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
თუ ხართ 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის, შესაძლებლობა გაქვთ კლინიკა მედფემი • Clinic Medfam-ში ჩაიტაროთ საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი და იყოთ დაცული.
სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
დაჯავშნეთ ვიზიტი:
+995 0422 22 00 32
591 12 44 22
ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N18 C
კლინიკა “მედფემი”
ჯანმრთელი მომავლის საწინდარი!