ორსულთა მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა

კლინიკა “მედფემი” ჩაერთო ორსულთა მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ორსული პროგრამით გათვალისწინებული 8 უფასო ვიზიტით სარგებლობა უკვე ჩვენს კლინიკაშიც შეუძლია.
თუ ხართ ორსული და გსურთ მიიღოთ ევროპული სტანდარტის სამედიცინო მომსახურება, მაშინ ეწვიეთ კლინიკა “მედფემს” 11 კვირამდე ორსულობის ვადაზე და დარეგისტრირდით ორსულთა მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში.
გაატარეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენთან ერთად და მიიღეთ ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში!
ჩვენთან დაგხვდებათ მეან-გინეკოლოგთა პროფესიონალი გუნდი, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, უახლესი სამედიცინო აპარატურა და მყუდრო გარემო.
პროგრამაში ჩართვისა და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
+995 0422 22 00 32
+995 591 12 44 22
ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებას:
I ვიზიტი – 11 0/7 – 12 6/7 კვირა
1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2. სისხლის საერთო ანალიზი
3. სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა
4. შარდის კულტურალური გამოკვლევა
5. სკრინინგული ტესტები (B და C ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია, სიფილისი)
6. ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა
7. რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების
ქალებში
8. თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში TSH.
II ვიზიტი – 18 0/7 – 20 6/7 კვირა
1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2. სამეანო ექოსკოპია
III ვიზიტი 26 0/7 – 26 6/7 კვირა
1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2. პროტეინურიის განსაზღვრა შარდში
3. ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
4. რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების
ქალებში
5. სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე – გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი.
IV ვიზიტი 30 0/7 – 30 6/7 კვირა
1.1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2. პროტეინურის განსაზღვრა შარდში
3. ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
V ვიზიტი 34 0/7 – 34 6/7 კვირა
1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2. პროტეინურის განსაზღვრა შარდში.
VI ვიზიტი 36 0/7 – 36 6/7 კვირა
1.1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2. პროტეინურის განსაზღვრა შარდში
3. ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
4. ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა
5. B ჰემოლიზური სტრეპტოკოკის განსაზღვრა.
VII ვიზიტი 38 0/7 – 38 6/7 კვირა
1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2. პროტეინურის განსაზღვრა შარდში.
VIII ვიზიტი 40 0/7 – 40 6/7კვირა
1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2. პროტეინურის განსაზღვრა შარდში.