დენსიტომეტრია – ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა და მოტეხილობის რისკის შეფასება

კლინიკა “მედფემში” ტარდება დენსიტომეტრია, რომლის საშუალებით შესაძლებელია ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა და მოტეხილობის რისკის შეფასება.
დენსიტომეტრიული კვლევა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში თუ ძვლის დაავადების – ოსტეოპოროზის, განვითარების რისკი მაღალია.
რისკის ფაქტორები:
– მოტეხილობა, გამოწვეული მცირე დაცემით ან დაზიანებით;
– ქალებში, პოსტ-მენოპაუზის პერიოდი;
– მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია);
– ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება როგორიცაა: გლუკოკორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, თირეოიდული ჰორმონები;
– ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია;
– ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;
– რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
– კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
– ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
ნაკლები ფიზიკური აქტივობა.
დენსიტომეტრია სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის ჩატარება წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.
კლინიკა “მედფემში” კვლევა ტარდება უახლესი აპარატით, ულტრაბგერითი ძვლის დენსიტომეტრის – ABD-7000/ABD7000+-ის მეშვეობით. აპარატის საშუალებით შესაძლებელია ყველა ასაკის ადამიანის გამოკვლევა, მათ შორის: #ბავშვების, #ორსულების და #ხანდაზმულების.
ვიზიტის დასაჯავშნად, დარეკეთ:
+995 0422 22 00 32
+995 591 12 44 22
იხილეთ: ვიდეო